ბელგიის “გენკი” მომავალ სეზონში შესაძლოა ქართველმა ნახევარმცველებმა თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამ დატოვონ.
voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, მას მერე, რაც “გენკმა” ევროპის ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, სავარაუდოდ ზაფხულში კლუბიდან 8 ფეხბურთელი წავა, რომელთა შორის ქართველებიც არიან.
თუ ოქრიაშვილს სხვა კლუბიდან კარგი წინადადება ექნება, მაშინ, “გენკის” ხელმძღვანელობა მას წასვლაში ხელს არ შეუშლის. რაც შეეხება ზარანდიას, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა გაანათხოვრონ.