იტალიის სერია A-ს 36-ე ტურის მატჩში “სტადიო ოლიმპიკოზე” “რომამ” “უდინეზე” მიიღო, მინიმალური ანგარიშით, 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატში კვლავ მეორე ადგილზე იმყოფება.
ანგარიში “უდინეზემ” გახსნა. მე-19 წუთზე კონსტანტინოს მანოლასს ტერუმ კუთხურის ალამთან ახლოს ბურთი მოპარა და კარისკენ დაიძრა. მართალია დე სანკტისმა ფრანგის დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე ხორვატმა სტიპე პერიცამ იყოჩაღა და უდინელები დააწინაურა.
45-ე წუთზე ფრანჩესკო ტოტიმ საჯარიმოში მეკარესთან პირისპირ დარჩენილი რაჯა ნაინგონალი მონახა, გადაცემა გაუკეთა და ბელგიელმაც წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის დამატებული დროის მეორე წუთზე ბრაზილიელი გილერმეს შესრულებული ჯარიმის შემდეგ, რომაელები კარის ზედა ძელმა იხსნა.
65-ე წუთზე ნაინგოლანმა საჯარიმოში ბურთი ჩააწოდა, მეორე სართულზე ვერავინ იყოჩაღა, ფეხით კი ვიდმერმა ვერ გამოიტანა და ახლო მანძილიდან ვასილის ტოროსიდისმა რომაელი გულშემატკივრები გაახარა – 2:1
81-ე წუთზე ნაინგოლანმა, ხოლო 85-ე წუთზე ჰოლებასმა სცადეს გოლების გატანა, თუმცა ორივე შემთხვევაში “უდინეზე” ძელმა იხსნა. საბოლოოდ მატჩი რუდი გარსიას შეგირდებმა მოიგეს.
იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში 24 მაისს “სტადიო ოლიმპიკოზე” რომაული დერბი გაიმართება. “რომა” 67 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და “ლაციოს” ერთი ქულით უსწრებს. გარსიას შეგირდები მოგების შემთხვევაში ვერცხლის მედალს ერთი ტურით ადრე გაიფორმებენ, სხვა შემთხვევაში კი ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
17 მაისი. რომი. “სტადიო ოლიმპიკო”.
რომა – უდინეზე 2:1 (1:1)
რომა: დე სანკტისი, ტოროსიდისი, მინოლასი, იანგა-მბივა, ჰოლებასი, ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (ლიაიჩი 87), იბარბო, ტოტი (კეიტა 74), იტურბე (დუმბია 82).
მთავარი მწვრთნელი: რუდი გარსია
უდინეზე: კარნეზისი, ვიდმერი, დანილო, ჰურტუქსი, პირისი, ალანი, პინცი (ფერნანდესი 73), ბადუ, გილერმე (გეიო 82), ტერუ, პერიცა (კონე 66).
მთავარი მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი
გოლები: 0:1 პერიცა (19), 1:1 ნაინგოლანი (45), 2:1 ტოროსიდისი (65).
გაფრთხილებები: პირისი (24), ჰერტუქსი (49), ნაინგოლანი (80), ტოროსიდისი (87), ლიაიჩი (90)
მსაჯი: ლუკა ბანტი
ბურთის ფლობა: 67% - 33% დარტყმა: 19(6) – 8(3) კუთხური: 10 – 5 თამაშგარე: 2 – 3 სეივი: 2 – 4 ჯარიმა: 13 – 12