ინგლისის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის მეორე სათამაშო დღემ მოწინავე ოთხეული დაალაგა და უდიდესი ალბათობით, მოწინავე პოზიციებზე აღარაფერი შეიცვლება.
ტურის ცენტრალური მატჩი “ოლდ ტრაფორდზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლონდონის “არსენალი” მიიღო და ქულა გაატანა, რითაც “არსენალმა” მე-3 ადგილი შეინარჩუნა, თუმცა მე-2 საფეხურზე გასვლის შანსი ძალიან შეიმცირა. პირველი ტაიმი “იუნაიტედის” უპირატესობით წარიმართა, რაც ანდერ ერერას გოლში აისახა, რომელმაც 30-ე წუთზე ოსპინას ახლო კუთხეში გაუტანა.
მეორე ნახევარში “არსენალმა” თამაში გამოასწორა და მომენტებიც შექმნა. 62-ე წუთზე ოლივიე ჟირუს გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა დავიდ დე ხეას ვერ აჯობა. 7 წუთში უკვე აარონ რემსის ჰქონდა რეალური მომენტი, მაგრამ მასპინძლები მარკოს როხომ იხსნა. სტუმრებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს, 82-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა თეო უოლკოტმა ფლანგიდან ჩააწოდა, ბურთი ასევე რამდენიმე წუთით ადრე გამოსულ ბლეკეტს მოხვდა და “წითელი ეშმაკების” კარში აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გოლი ვიქტორ ვალდესმა გაუშვა, რომელიც 75-ე წუთზე დე ხეას ტრავმის გამო აღმოჩნდა მინდორზე და “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში დებიუტი ჰქონდა.
დღის მეორე შეხვედრაში “მანჩესტერ სიტიმ” უელსურ “სუონსის” გასვლაზე აჯობა და მე-2 ადგილისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. დუბლით გამოირჩა იაია ტურე, ხოლო თითო გოლი ჯეიმს მილნერისა და ვილფრიდ ბონის ანგარიშზეა. მასპინძელთაგან გოლებით სიგურდსონი და გომისი გამოირჩნენ.
“სიტის” 76 ქულა აქვს, “არსენალს” 71, ხოლო “იუნაიტედს” – 69. აღსანიშნავია, რომ ლონდონურ კლუბს ერთი მატჩი თადარიგში აქვს.
სუონსი – მანჩესტერ სიტი 2:4 (1:2)
სუონსი, “ლიბერთი სთედიუმი”
სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, უილიამსი, ფერნანდესი, ნ.ტეილორი, რიჩარდსი, კორკი, შელვი (ბრიტონი 78), სიგურდსონი (ემნესი 83), დაიერი (ბაროუ 73), მონტერო, გომისი.
მწვრთნელი: გარი მონკი
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ჰარტი, მანგალა, დემიჩელისი, ზაბალეტა, კოლაროვი, ფერნანდინიო (კომპანი 80), ტურე (ბონი 85), ლამპარდი (ნავასი 59), მილნერი, სილვა, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი
გოლები: 0:1;2:3 ტურე (21;74), 0:2 მილნერი (36), 1:2 სიგურდსონი (45), 2:2 გომისი (64), 2:4 ბონი (92).
გაფრთხილებები: მილნერი, ზაბალეტა, ფერნანდინიო
მსაჯი: მარკ კლატენბურგი
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 13(9)-22(11), ჯარიმა: 8-8, კუთხური: 11-7, თამაშგარე: 0-2, სეივი: 7-7
მანჩესტერ იუნაიტედი – არსენალი 1:1 (1:0)
მანჩესტერი, “ოლდ ტრაფორდი”
მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა (ვალდესი 75), სმოლინგი, ჯონსი, ა.ვალენსია, როხო (ბლეკეტი 74), ბლინდი, ფელაინი, ერერა, მატა, იანგი, ფალკაო (ვან პერსი 61).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი
არსენალი (4-2-3-1): ოსპინა, კოშელნი, მერტესაკერი, ბელერინი (უოლკოტი 72), მონრეალი, კოკლენი, კასორლა (უილშირი 73), ოზილი, სანჩესი (ფლამინი 90), რემსი, ჟირუ.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი
გოლები: 1:0 ერერა (30), 1:1 ბლეკეტი (82 ს.კ.)
გაფრთხილებები: ერერა
მსაჯი: მაიკლ დინი
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 12(4)-5(3), ჯარიმა: 16-8, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 8-2, სეივი: 2-3