ჩოგბურთი

19:42 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვამ 35-ე ტიტული მოიპოვა (+VIDEO)

რომის Internazionali BNL d’Italia-ს ქალთა ტურნირი, მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომრის, რუსი მარია შარაპოვას გამარჯვებით დასრულდა. შარაპოვამ ფინალში ესპანელი კარლა სუარეს ნავარო სამ სეტში 4:6, 7:5, 6:1 დაამარცხა.

მატჩი ორ საათსა და 37 წუთს გაგრძელდა. მარიამ 4 ეისი ჩააწოდა და 6 ბრეიკი შეასრულა. სუარეს ნავარომ 2 ეისი ჩააწოდა და 4 ბრეიკი გააკეთა.

შარაპოვამ “რომის” ტურნირი კარიერაში მესამედ მოიგო, სულ კი მარიას WTA-ის ერთაულთა თანრიგში 35 ტიტული დაუგროვდა.

რომის Internazionali BNL d’talia-ს ტურნირის საპრიზო ფონდი 2 000 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

შარაპოვა – ნავაროს მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები ვიდეო:

https://www.youtube.com/watch?v=kaCVuPfZ8nQ

0.205847