ინგლისის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურის პირველი სათამაშო დღის მთავარი მოვლენა სტივენ ჯერარდის გაცილება გახლდათ “ენფილდიდან”. როგორც იცით, “ლივერპულის” ცოცხალი ლეგენდა სეზონის დასრულებისთანავე ამერიკაში განაგრძობს კარიერას. გუშინ მან “წითლების” რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა “ენფილდზე” და საყვარელი სტადიონი წაგებულმა დატოვა. ”ლივერპული” შინ “კრისტალ პალასთან” დამარცხდა.
შეხვედრა მასპინძელთათვის კარგად დაიწყო და 26-ე წუთზე ადამ ლალანამ მცველების უხეში შეცდომის შემდეგ ანგარიში გახსნა. წონასწორობა 43-ე წუთზე პანჩონმა აღადგინა, რომელმაც შესანიშნავი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.
მეორე ნახევარი სტუმართათვის დიდებულად წარიმართა. მე-60 წუთზე შეცვლაზე ერთი წუთით ადრე შემოსულმა ვილფრიდ ზაჰამ მეორე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 91-ე წუთზე გლენ მურეიმ თავის გაცუდებულ პენალტს ზუსტად დაამატა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 1:3.
“ტოტენჰემმა” შინ “ჰალი” მიიღო და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა, ხოლო “საუთჰემპტონმა” საკუთარ მოედანზე საშინელი დღე აყარა “ასტონ ვილას”. გამოსარჩევია სადიო მანეს უსწრაფესი ჰეთ-თრიკი. მან სამი გოლის გატანა სამ წუთში მოახერხა.
“ჰალის” წაგებით ვერ ისარგებლა “ნიუკასლმა”, გასვლაზე უმოტივაციო ქპრ-სთან წააგო და კვლავ გასავარდნ ზონასთან იმყოფება. “კაჭკაჭებმა” პირველი ტაიმი რივიერის გოლით მოიგეს, თუმცა მეორე ნახევარში ფილიპსისგან და ფერისგან გაუშვეს და უქულოდ დარჩნენ – 2:1.
პრემიერლიგაში დარჩენა გაინაღდა “ლესტერმა”, რომელიც დაახლოებით თვენახევრის წინ გასავარდნად გახლდათ განწირული. ‘მელიებმა” ბოლო 8 მატჩში 19 ქულა დააგროვეს და უძლიერესთა შორის დარჩენა ნამდვილად დაიმსახურეს. ნაიჯელ პირსონის გუნდმა გასვლა ფრე ეთამაშა “სანდერლენდს”, რომელიც ასევე უდიდესი ალბათობით მომდევნო სეზონსაც პრემიერლიგაში გაატარებს.
საუთჰემპტონი – ასტონ ვილა 6:1 (5:1)
საუთჰემპტონი, “სენტ მერი სთედიუმი”
საუთჰემპტონი (4-2-3-1): გაცანიგა, ფონტე, ალდერვეირელდი, კლაინი, ბერტრანი, ს.დევისი (იოშიდა 72), ვანიამა, უარდ-პროუსი (დურიჩიჩი 80), ლონგი, მანე, პელე (ელია 85).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი
ასტონ ვილა (4-3-3): გივენი, ოკორე, ვლაარი, ჰატონი, ბაკუნა (ლოუტონი 67), დელფი, ვესტვუდი, კლევერლი, გრელიში (სინკლერი 82), ნ’ზოგბია (აგბონლაჰორი 57), ბენტეკე.
მწვრთნელი: ტიმ შერვუდი
გოლები: 1:0;2:0;3:0 მანე (13;14;16), 4:0;5:0 ლონგი (26;38), 5:1 ბენტეკე (45+3), 6:1 პელე (81).
გაფრთხილებები: ვანიამა – ვესტვუდი
მსაჯი: რობერტ მედლი
ქპრ – ნიუკასლი 2:1 (0:1)
ლონდონი, “ლოფტუს როად სთედიუმი”
ქპრ (4-4-1-1): გრინი (ა.მაკკარტი 34), კოლკერი (იუნი 46), დანი, ონიოჰა, ჰილი, ჰენრი, ბარტონი, ფილიპსი, ჰოილეტი (კოქსი 46), ფერი, ოსტინი.
მწვრთნელი: კრის რემსი
ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, დუმეტი, კოლოჩინი, ჯანმაატი, გუტიერესი, რ.ტეილორი (აარონსი 64), კოლბეკი, კაბელია (ამეობი 73), სისოკო, პერესი, რივიერი (სისე 63).
მწვრთნელი: ჯონ კარვერი
გოლები: 0:1 რივიერი (24), 1:1 ფილიპსი (54), 2:1 ფერი (61).
გაფრთხილებები: ბარტონი, იუნი
მსაჯი: ლი პრობერტი
ბარნლი – სტოკი 0:0
ბარნლი, “ტურფ მური”
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი, შაკელი, დაფი, მი, ტრაიპერი, ჯონსი (ულვესტადი 88), მ.ტეილორი (კიგტლი 65), არფილდი, ბოიდი, ინგსი, ბარნსი (ვოკსი 83).
მწვრთნელი: სეან რიჩი
სტოკი (4-2-3-1): ბუტლანდი, მუნიესა, შოუკროსი, პიტერსი, კამერონი, ველანი, ნ’ზონზი, ადამი (სიდუელი 83), უოლტერსი (ოდემვინგე 59), არნაუტოვიჩი (კრაუჩი 69), დიუფი.
მწვრთნელი: მარკ ჰიუზი
გაფრთხილებები: ბოიდი – დიუფი, ნ’ზონზი
მსაჯი: მაიკლ ოლივერი
სანდერლენდი – ლესტერი 0:0
სანდერლენდი, “ლაით ოფ სთედიუმი”
სანდერლენდი (4-3-3): პანტელიმონი, ოში, კოატესი, ჯონსი (რეველიერი 86), ვან აანჰოლტი, ბრიდკუტი (ჯონსონი 60), კატერმოლი, ლარსონი, ვიკჰემი, დეფო, გრემი (ს.ფლეტჩერი 80).
მწვრთნელი: დიკ ადვოკაატი
ლესტერი (3-4-1-2): შმეიხელი, ჰუტი, მორგანი, ვასილევსკი, კინგი, კამბიასო, ოლბრაიტონი, შლუპი, მაჰრეზი (დრინკვოთერი 67), ვარდი, ულოა (კრამარიჩი 75).
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი
გაფრთხილებები: ბრიდკუტი, კატერმოლი, ვიკჰემი, ლარსონი – ჰუტი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ტოტენჰემი – ჰალი 2:0 (0:0)
ლონდონი, “უაით ჰართ ლეინი”
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი, ვერტონგენი, ფასიო, როუზი, დაიერი, მეისონი (სტამბული 79), ბენტალები, ერიკსენი (დემბელე 58), ლამელა, ჩადლი, კეინი (სოლდადო 90).
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო
ჰალი (3-5-2): ჰარპერი, დოუსონი, მაკშეინი, ჩესტერი, ჰადლსტოუნი (რობერტსონი 71), ქუინი, მეილერი, ბრედი, ელმოჰამედი, იელავიჩი (ა.ერნანდესი 62), ნ’დოიე.
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი
გოლები: 1:0 ჩადლი (54), 2:0 როუზი (61).
გაფრთხილებები: მეისონი, როუზი, ბენტალები – მეილერი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ვესტ ჰემი – ევერტონი 1:2 (0:0)
ლონდონი, “ბოლეინ გრაუნდი”
ვესტ ჰემი (4-3-3): ადრიანი, კოლინსი (ბურკი 14), რიდი, კრესველი, ჯენკინსონი, კუაიტე, ნობლი, სონგი, ე.ვალენსია, დაუნინგი, კ.კოული (ნენე 70).
მწვრთნელი: სემ ელარდაისი
ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, სტოუნზი, კოულმენი, გელოვეი, მაკკარტი, ბერი, ოსმანი, ბარკლი (მირალაში 70), ლენონი (მაკგიდი 78), ლუკაკუ.
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
გოლები: 1:0 დაუნინგი (62), 1:1 ოსმანი (68), 1:2 ლუკაკუ (93).
გაფრთხილებები: რიდი – კოულმენი, ბერი, მაკკარტი, გელოვეი
მსაჯი: კევინ ფრენდი@
ლივერპული – კრისტალ პალასი 1:3 (1:1)
ლივერპული, “ენფილდი”
ლივერპული (3-4-3): მინოლე, შკრტელი, ჩანი, ლოვრენი, ჰენდერსონი, ჯერარდი, აიბი (ლამბერტი 65), მორენო (სინკლერი 87), ლალანა (ლეივა 65), კოუტინიო, სტერლინგი.
მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი
კრისტალ პალასი (4-4-2): ჰენესი, დანი, კელი, იარდი, სუარე, ლედლი, მაკარტური, პანჩონი, ლი (ზაჰა 59), შამახი (მუტჩი 76), ბოლასი (მურეი 83).
მწვრთნელი: ალან პარდიუ
გოლები: 1:0 ლალანა (26), 1:1 პანჩონი (43), 1:2 ზაჰა (60), 1:3 მურეი (91).
გაფრთხილებები: ჩანი, კოუტინიო – იარდი, მაკარტური, მუტჩი
მსაჯი: ჯონათან მოსი