ფეხბურთი

21:25 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

საკის მატერაციმ უპასუხა

წარსულში ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა არიგო საკიმ იტალიურ მედიასთან მილანის "ინტერის" მიერ 2010 წელს მოგებული ჩემპიონთა ლიგა გაიხსენა.

"ბოლო იტალიური გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, "ინტერი" იყო. თუმცა იმ გუნდში ერთი იტალიელიც კი არ თამაშობდა. ეს საზიზღარი ფაქტი იყო", - თქვა საკიმ.

თავის მხრივ, საკის კომენტარზე მილანელთა ყოფილი მცველის, მარკო მატერაცის პასუხმა არ დააყოვნა.

"მაშინ ფინალში მეც ვითამაშე. მინდა საკის ვკითხო, რომ თავის "მილანს" თუ მოაგებინებდა რამეს, ჰოლანდიელები - ვან ბასტენი, გულიტი და რაიკაარდი რომ არ ჰყოლოდა", - პასუხობს საკის "მატირქსი".

მატერაცისთან ერთად ჟოზე მოურინიოს მაშინდელ გუნდში კიდევ ერთი იტალიელი მარიო ბალოტელიც თამაშობდა. "ინტერმა" კი ფინალში მიუნხენის "ბაიერნს" 2:0 აჯობა.

0.137117