ფეხბურთი

20:46 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

აკაკი გოგია  “ბრენტფორდში” ითამაშებს

“ჰალეშერის” 23 წლის ფეხბურთელი აკაკი გოგია შემდეგი სეზონიდან “ბრენტფორდში” ითამაშებს. ცნობა ინგლისური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა. აღნიშნული წყაროს ცნობით, აკაკი გოგიას “ჰალეშერთან” კონტრაქტი ივლისის თვეში უმთავრდება, რის შემდეგაც გოგიასა და “ბრენტფორდს” შორის გრძელვადიანი ხელშეკრულება გაფორმდება.

“ბრენტფორდი” პრემიერლიგაში გადასვლისთვის იბრძოდა, თუმცა ფლეი-ოფში “მიდსლბროსთან” დამარცხდა და შემდეგ სეზონშიც ჩემპიონშიფში ითამაშებს.

1992 წლის 18 იანვარს აკაკი გოგია რუსთავში დაიბადა. 2001 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს. თამაშობდა “ჰანოვერისა” და “ვოლფსბურგის” საფეხბურთო სკოლებში. პირველი პროფესიული კონტრაქტი 2011 წელს “ვოლფსბურგთან” გააფორმა. მისი თამაში მოსწონდა ცნობილ ინგლისელ მწვრთნელ სტივ მაკლარენს, თუმცა გოგიას “ვოლფსბურგის” ძირითად გუნდში თამაში არ მოუწია. შემდგომ კი განათხოვრების წესით “აუგსბურგში” ჩაირიცხა, რომელიც იმ დროს პირველ ბუნდესლიგაში გამოდიოდა. გოგიამ მხოლოდ ამ პერიოდში ითამაშა პირველ ბუნდესლიგაში (12 მატჩი).

აკაკიმ 2012-13 წლების სეზონი მეორე ბუნდესლიგის “ზანტ პაულში” გაატარა, 2013 წლიდან კი “ჰალეშერის” ფეხბურთელია. მან მიმდინარე სეზონში მესამე ლიგის 34 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

ასევე აღსანიშნავია, რომ აკაკი გოგიას 2008-2010 წლებში გერმანიის 17 და 19 წლამდე ნაკრებებში უთამაშია. ცოტა ხნის წინ მან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.

0.114428