ფეხბურთი

20:18 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ხეა "რეალს" უთანხმდება, ჰანდანოვიჩს ინგლისში ელიან

მადრიდის "რეალი" ზაფხულში სამშობლოში დავიდ დე ხეას დაბრუნებასთან ახლოსაა. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა "მარკა" იუწყება. პირინეელი ჟურნალისტების ცნობით, დე ხეამ და "სამეფო კლუბმა" წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. "მანჩესტერ იუნაიტედი", რომელთანაც ახალგაზრდა მეკარეს მიმდინარე კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება, 40-დან 50 მილიონ ევრომდე ითხოვს.

თავის მხრივ, "მანკუნიანელებმა" 24 წლის მეკარის შემცვლელს იტალიაში მიაგნეს. "ოლდ ტრაფორდზე" მილანის "ინტერის" სლოვენიელ კიპერს სამირ ჰანდანოვიჩს ელიან.

დავიდ დე ხეა ნისლიან ალბიონზე 2011 წლიდან მოყოლებული ასპარეზობს. მანამდე კი სახელი "რეალის" მოსისხლე მტერ "ატლეტიკოში" თამაშით გაითქვა.

0.150164