იტალიის სერია A-ში მორიგი, XXXVI ტურის ჯერი დადგა. გამორჩეული თამაში დღეს გაიმართება. მილანში "დიდი იტალიური დერბია". დღესვე, "სამპდორია" "ლაციოს" დაუხვდება. "რომა" "კიევოს" ხვალ უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეზე გაწერილი ტური ორშაბათს, "ნაპოლისა" და "ჩეზენას" მატჩით დასრულდება.
"ინტერი" - "იუვენტუსი"
თარიღი: 16 მაისი, 20:00 საათი
ადგილი: მილანი, "სან სირო"
ტურის ცენტრალური მატჩი მიუხედავად იმისა, რომ "იუვენტუსი" უკვე ჩემპიონია, "სან სიროზე" გაიმართება. სხვანაირად ვერც იქნებოდა - "დერბი დ'იტალია" აპენინზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. მასპინძლებისთვის ამ მატჩს ორმაგი დატვრითა აქვს. გარდა, საძულველი მეტოქისა, "ნერაძურის" ევროპის ლიგაზე გასვლა სწადია. "იუვე" კი სკუდეტოს მფლობელია და თანაც ჩემპიონთა ლიგისა და იტალიის თასის ფინალშიც იმყოფება. თასის ფინალი კი 4 დღეში ელოდება, რის გამოც ალეგრი წამყვანი მოთამაშეების დასვენებას აპირებს. მილანში მოედანზე ბუფონს, ევრას, ტევესს, პირლოსა და ვიდალს ვერ ვიხილავთ.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ინტერი" (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; დამბროზიო, ვიდიჩი, რანოკია, ჟუან ჟესუსი; ბროჟოვიჩი, მედელი, კოვაჩიჩი; შაქირი; იკარდი, პალასიო
"იუვენტუსი" (4-3-1-2): სტორარი; რომულო, ბარძალი, ოგბონა, პადოინი; სტურარო, მარკიზიო, პოგბა; პერეირა; მორატა, მატრი
მსაჯი: დოვერი
"სამპდორია" - "ლაციო"
თარიღი: 16 მაისი, 22:45
ადგილი: გენუა, "მარასი"
დღის მეორე მატჩს სატურნირო ცხრილის მხრივ დიდი დატვირთვა აქვს. "სამპდორია" ევროპის ლიგის, "ლაციო" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის გააფთრებით იბრძვის. გენუელები ამ მატჩში წარმატების შემთხვევაში მიზნისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამენ. რომაულ გუნდს კი დარჩენილ ტურებში თავის თავზე გადახტომა მოუწევს - ბოლო ორ ტურში მისი მეტოქეები უშუალო კონკურენტები "რომა" და "ნაპოლი" იქნებიან. ამასთან, იტალიის თასზე "იუვენტუსთან" დაპირისპირებაც მოუწევთ. მოკლედ, სტეფანო პიოლის გუნდ სეზონის ფინიშზე მეტად რთული ბარიერების გადალახვა მოეწევს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"სამპდორია" (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; აკქუა, პალომბო, ობიანგი; სორიანო; მურიელი, ეტოო
"ლაციო" (4-2-3-1): ბერიშა; ბასტა, სიანი, დე ვრეი, რადუ; ლედესმა, პაროლო; კანდრევა, მაური, ანდერსონი; კლოზე
მსაჯი: მაცოლენი
"სასუოლო" - "მილანი"
თარიღი: 17 მაისი, 14:30 წუთი
ადგილი: რეჯიო ემილია, "მაპეი სთედიუმი"
ხვალინდელი სათამაშო დღე რეჯიო ემილიაში 'სასუოლოსა" და "მილანის" თამაშით გაიხსნება. "სასუოლომ" თავისი ამოცანა კარგა ხანია გადაჭრა და ახლა მხოლოდ საკუთარი ქომაგების გახარებას შეეცდება. "მილანს" კი მიზნებზე ხელი აღებული კი აქვს, მაგრამ ფილიპო ინძაგის გუნდს გულშემატკივრების გული თავიდან აქვს მოსაგები. შესაბამისად, "როსონერი" მატჩს უმოტავაციოდ წესით არ უნდა შეხვდეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"სასუოლო" (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო, კანავარო, აჩერბი, პელუზო; ბიონდინი, მანიანელი, მისიროლი; ბერარდი, ძაძა, სანსონე
"მილანი" (4-3-3): დიეგო ლოპესი; აბატე, პალეტა, მექსე, ბოკეტი; ვან გინკელი, დე იონგი, პოლი; ჰონდა, დესტრო, ბონავენტურა
მსაჯი: გუიდა
"ატალანტა" - "ჯენოა"
თარიღი: 17 მაისი, 17:00 საათი
ადგილი: ბერგამო, "ატლეტი აძური"
ბერგამოში "ატალანტა" "ჯენოას" უმასპინძლებს. ბერგამოელებს ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ერთადერთი ქულა აშორებთ და ამის გაკეთებას გენუელების წინააღმდეგ ეცდებიან. ტავის მხრივ, "ჯენოა" ევროპის ლიგაზე გასასვლელად იბრძვის. მართალია "როსობლუმ" უეფას ლიცენზია ვერ გაიარა, თუმცა მაინც იმედოვნებენ, რომ უეფაში გადაწყვეტილებას გადახედავენ და მათ სასრგებლო გადაწყვეტილებას მიიღებენ.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ატალანტა" (4-3-3): სპორტიელო; ბელინი, ბენალუანე, სტენდარდო, დრამე; მილიაჩო, ჩიგარინი, კარმონა; დალესანდრო, პინილია, გომესი
"ჯენოა" (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, იცო; რინკონი, კუჩკა, ბერტოლაჩი, ედენილსონი; იაგო ფალკე, ბორიელო, ლესტიენი
მსაჯი: ჯერვაზონი
"კალიარი" - "პალერმო"
თარიღი: 17 მაისი, 17:00 საათი
ადგილი: კალიარი, "სანტ ელია"
"კალიარი" ბოლო იმედის ნაპერწკალის გაღვივებას "პალერმოსთან" მატჩში ეცდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სარდინიელები "ატალანტას" თამაშის შედეგზე იქნებიან დამოკიდებულნი. "პალერმო" კი სრულიად უმოტივაციოა. სიცილიები ლიერ პაულო დიბალას მოისაკლისებენ, რომელიც უკვე ჩემოდნებზე ზის და ზაფხულში ნავსაყუდელს შეიცვლის.
სავარაუდო შემადგენლობები:
"კალიარი" (4-3-3): ბრკიჩი; ბალცანო, დიაკიტე, როსეტინი, აველარი; დონსა, კრესეტიჯი, ეკდალი; მპოკუ, კოპი, ფარიასი
"პალერმო" (4-3-2-1): უიკანი; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი, ლაზაარი; იაიალო, რიგონი, ჩოჩიევი; ვასკესი, ქუაისონი; ბელოტი
მსაჯი: ჩერველერა
"ტორინო" - "კიევო"
თარიღი: 17 მაისი, 17:00 საათი
ადგილი: ტურინი, "ოლიმპიკო"
"ტორინომ" წინა ტურში ევროპის ლიგაზე გასვლის საკითხი ერთობ გაირთულა. ჯამპიერო ვენტურას გუნდს ევროთასებზე ზედიზედ მეორედ ახლა მხოლოდ სასწაულიღა თუ მოახვედრებს. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, მიმდინარე სეზონი მათ აქტივში მაინც დარჩება. სხვა თუ არაფერი, 20 პაუზის შემდგომ მათ ტურინული დერბი მოიგეს. "კიევომ" კი სერია ა-ში ადგილის შენარჩუნება კარგა ხანია მოახერხა და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებას შეეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ტორინო" (3-5-2): იჩაზო; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; დარმიანი, ბენასი, გაცი, ელ კადური, მოლინარო; მაქსი ლოპესი, მარტინესი
"კიევო" (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, ცეზარი, ბირაგი; ბირსა, რადოვანოვიჩი, იცკო, ბოტა; მეჯორინი, პალოსკი
მსაჯი: როკი
"ვერონა" - "ემპოლი"
თარიღი: 17 მაისი, 17:00 საათი
ადგილი: ვერონა, "ბენტეგოდი"
კიდევ ერთი უმოტივაციო მატჩი სატურნირო ცხრილის თავლსაზრისით "მარკ ანტონიო ბენდეგოტის" სტადიონზე გაიმართება. "ვერონაც" და "ემპოლიც" გაისად ისევ საუკეთესოებში ითამაშებენ. ჩვენთვის გასაკვირი არაა, რომ სავარაუდო შემადგნლეობაში ქართველი ლევან მჭედლიძის გვარი არ ფიგურირებს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ვერონა" (4-3-3): რაფაელი; პიზანო, მარკესი, მორასი, აგოსტინი; სალა, ობადი, ჰალფრედსონი; ლოპესი, ტონი, გომესი
"ემპოლი" (4-3-1-2): სეპე; ლაურინი, ბარბა, ტონელი, ჰისაი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა; პუჩიარელი, მაკარონე
მსაჯი: ლა პენა
"რომა" - "უდინეზე"
თარიღი: 17 მაისი, 22:45 წუთი
ადგილი: რომი, "ოლიმპიკო"
"რომა" "უდინეზეს" მასპინძლობს და მეორე ადგილის განმტკიცებას ეცდება. რუდი გარსიას გუნდს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. თანაც, მომავალ ტურში სეზონის მთავარი მატჩი აქვს - "ლაციოსთან" რომაული დერბი, რომლის წარუმატებლად დამთავრება შესაძლოა ფრანგი სპეციალისტისთვის სავალალაო გამოდგეს. "მგლების" მეტოქე კი უმოტივაციო "უდინეზე" იქნება, რომელმაც მთლიანობაში ცუდი სეზონი ჩაატარა.
სავარაუდო შემადგელობები:
"რომა" (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, ასტორი, მანოლასი, ჰოლებასი; პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი; იტურბე, ტოტი, იბარბო
"უდინეზე" (4-3-1-2): კარნეზისი; ვიდმერი, დანილო, დომიცი; პირისი; პინცი, ალანი, ბადუ; გილერმე; ტერო, პერიკა
მსაჯი: ბანტი
"ფიორენტინა" - "პარმა"
თარიღი: 18 მაისი, 21:00 საათი
ადგილი: ფლორენცია, "არტემიო ფრანკი"
"ფიორენტინას" მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი ამოცანაღა შემორჩა - ევროპის ლიგაზე გასვლა. ფლორენციელები იმავე ევროპის ლიგას ნახევარფინალიდან უშანსოდ გამოეთიშა. უკვე დაირხა ხმები სეზონის შემდეგ გუნდიდან ვინჩენცო მონტელას შესაძლო გაშვებაზე. მოკლედ, "აეროპლანინოს" ხელმძღვანელთა ნდობის მოპოვება დარჩენილ სამ ტურში თავიდან მოუწევს.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ფიორენტინა" (4-3-3): ნეტო; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა, პასკუალი; აკვილანი, ბადეი, ბორხა ვალერო; ბერნარდესკი, გომესი, სალაჰი
"პარმა" (4-5-1): მირანტე; კასანი, მენდესი, ფედალი, გობი; ვარელა, მაური, ხორკერა, ნოჩერინო, გეძალი; პალადინო
"ნაპოლი" - "ჩეზენა"
თარიღი: 18 მაისი, 23:00 საათი
ადგილი: ნეაპოლი, "სან პაოლო"
XXXVI ტური ნეაპოლში დასრულდება. "ნაპოლიც" "ფიორენტინას" მსგავს მდგომარეობაში ჩავარდა. "აძურის" მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებარა დარჩა ნუგეშად. რაფა ბენიტესის გუნდმა უკრაინული "დნიპროს" ბარიერი ვერ დაძლია და ვეროპის ლიგას უსახელოდ დაემშვიდობა. "ჩეზენა" კი სერია ა-ს უკვე გამომშვიდებულია და მხოლოდ კარის გაჯახუნებას თუ ეცდება.
სავარაუდო შემადგენლობები:
"ნაპოლი" (4-2-3-1): ანდუხარი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; ლოპესი, გარგანო; კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე; იგუაინი
"ჩეზენა" (4-3-1-2): ალიარდი; პერიკო, კაპელი, კრაინჩი, რენძეტი; მუდინგაი, კაშონე, კარბონერო; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი