ჩოგბურთი

15:07 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერი: “ნადალი “როლან გაროსის” მთავარი ფავორიტია”

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მოახლოებული “როალნ გაროსის” მთავარ ფავორიტად რაფაელ ნადალი დაასახელა.

“ვფიქრობ ნადალისთვის ყველაფერი კარგად არის, ჩავარდნები, წაგებები ეს სპორტია. მიუხედავად იმისა ვინც რა არ უნდა თქვას, ჩემთვის ნადალი “როლან გაროს” მთავარი ფავორიტია. მან ამ “დიდი სლემის” ტურნირზე ბოლო ათი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თამაში წააგო. რა თქმა უნდა, ის ტურნირის უმთავრესი ფავორიტია”- განაცხადა ფედერერმა.

“როლან გაროსის” ტურნირი 24 მაისს აიღებს სტარტს და 7 ივნისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ რაფაელი “როლან გაროსის” 9-გზის გამრჯვებულია, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ნადალი ტურნირზე მხოლოდ ერთხელ 2009 წელს შვედ რობინ სოდერლინგთან დამარცხდა.

0.104132