კალათბურთი

13:45 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სპანულისი: “ალბათ, ასეთი მომენტებისთვის დავიბადე”

გუშინ ევროლიგის “ოთხთა ფინალის” მატჩში “ოლიმპიაკოსმა” ცსკა 70:68 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბერძნები მდევრის როლში იყვნენ, თუმცა ბოლო წუთებში, ვასილის სპანულისის ლიდერობით რუსული კლუბი გატეხეს. გადამწყვეტი სამქულიანი სწორედ სპანულისმა ჩააგდო. მატჩის შემდგომ “ოლიმპიაკოსის” გამთამაშებელმა თავის შთაბეჭდილებების შესახებ ისაუბრა.

“ალბათ, ასეთი მომენტებისთვის დავიბადე. ჩემი პატნიორების და მთავარი მწვრთნელის ძალიან მადლობელი ვარ. ისინი მენდნენ მიუხედავად იმისა, რომ თავიდან 11 სროლიდან ვერც ერთი ბურთი ვერ ჩავაგდე, მათ გადამწყვეტ მომენტში მომცეს ბურთი და აქცენტი ჩემზე გააკეთეს. ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩავაგდე, ეს ამაღელვებელი მომენტი იყო. სიტყვებით არ შემიძლია აღვწერო ეს ყოველივე. ჩვენ აქ ტურისტებად არ ჩამოვსუვლვართ, კიდევ ერთი თამაშის მოგება დაგვრჩა"- განაცხადა სპანულისმა.

ევროლიგის ფინალში “ოლიმპიაკოსი” 17 მაისს თბილისის დროით 22:00 საათზე მასპინძელ “რეალს” შეხვდება.

0.115521