"კრისტალ პალასის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბმა ჯეისონ პანჩეონს და დამიენ დელანის კონტაქტები გაუხანგრძლივა. იამაიკის და ინგლისის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პანჩეონმა კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა და გუნდში 2019 წლის ივლისამდე დარჩება, ხოლო ირლანდიელი ახალი კონტრაქტის თანახმად კლუბს 2016 წლის ივნისში დატოვებს.
მიმდინარე სეზონში დელანიმ 32 მატჩი ჩაატარა, ხოლო პანჩეონმა 37 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.