მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელი დირექტორი კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიჩნევს, რომ მისი კლუბი ბუნდესლიგაში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზე ზრუნავს და არა კონკურენტების დასუსტებაზე.
მას შემდეგ, რაც “ბაიერნმა” უშუალო კონკურენტისგან, “დორტმუნდისგან” მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი გადაიბირა, მიუნხენური გუნდის სატრანსფერო პოლიტიკა არაერთმა ადამიანმა გააკრიტიკა, მაგრამ რუმენიგე კრიტიკოსებს არ ეთანხმება.
“ჩვენი კლუბის მთავარი ამოცანა ძლიერი შემადგენლობის შენარჩუნებაა, რომელიც გუნდს წარმატებას მოუტანს. რატომ იბადება ამდენი კითხვა ჩვენი კონკურენტების ფეხბურთელების დამატების გამო?
ჩვენ რომ მარიო გიოტცე და რობერტ ლევანდოვსკი არ დაგვემატებინა, ისინი კარიერას სხვა ქვეყნის ჩემპიონატში განაგრძობდნენ. ეს ფეხბურთელები ბუნდესლიგას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდიან.
გიოტცეს “მანჩესტერიდან” მიმზიდველი წინადადება ჰქონდა, ხოლო ლევანდოვსკის “რეალში” გადასვლა შეეძლო. მათი წასვლა ჩვენი ჩემპიონატისთვის კარგი არ იქნებოდა.
“ბაიერნი” ზრუნავს, რომ ბუნდესლიგა კონკურენტუნარიანი იყოს. თუმცა, საჭიროა, რომ ამაზე მხოლოდ ერთმა გუნდმა არ იზრუნოს.” – ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს შპიეგელ Oნლინე.