იტალიური “რომას” ხელმძღვანელობა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მექსიკური “პაჩუკას” შემტევის, 22 წლის იურგენ დამის შეძენას გეგმავს. აღნიშნულ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.
წყაროს ცნობით, რომაული კლუბი მექსიკელ, წარმოშობით გერმანელ ფეხბურთელში მზადაა 8 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადოს. იურგენს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია, რომელ გუნდში იასპარესებს მომდევნო სეზონში.
დამი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ფეხბურთელად ითვლება.