სადღეისოდ მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანმა რაფა ნადალმა რომის ”მასტერზ1000”-ის მეოთხედფინალში შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან წააგო და ხანგრძლივი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში ერთი სეზონის განმავლობაში პირველად დამარცხდა ხუთჯერ გრუნტისსაფარიან კორტზე. ასევე პირველად, საფრანგეთის ღია პირველობას რაფა ევროპაში ჩატარებული გრუნტის თუნდაც ერთი ტურნირის მოუგებელი ხვდება.
მიდინარე სეზონში ნადალმა გრუნტისსაფარიან შეჯიბრებებზე მეტი მატჩი წააგო ვიდრე ჯამში აღებული 2006-10 წლებში.
რომის შარშანდელ “მასტერზ1000”-ზე რაფა ფინალში გავიდა და წლეულს მეოთხედფინალში დამარცხებით მალიორკელი სარეიტინგო ქულებს დაკარგავს. ამის გამო, რაფა საფრანგეთის მომავალ ღია პირველობაზე განთესილთა შორის შესაძლოა 8 საუკეთესოთა შორისაც ვერ მოხვდეს. “როლან გაროს2015” 2005 წლიდან მოყოლებული ნადალის პირველი სადიდსლემო შეჯიბრება იქნება, როდესაც ის ტოპხუთეულში არ იქნება განთესილი.