სოფო შაფათავას და უკრაინელი ანასტასია ვასილიევას წყვილი ტუნისურ ლა მარსაში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის ფინალში ითამაშებს.
მე-2 რეიტინგის მქონე შაფათავამ და ვასილიევამ მე-4 განთესვის მქონე იტალიელებს გატო-მონტიკონეს და გრიმალსკას 6:2, 6:2 სძლიეს და გადამწყვეტ მატჩში მე-3 რეიტინგით მოთამაშე თურქებს – ოზგენს და სოილუს გაეჯიბრებიან.
ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში 10-ათასიან ტურნირს ნახევარფინალში გამოეთიშნენ თამარ ჭალაგანიძე და ბელარუსი ლიზავეტა ჰანჩაროვა. ისინი მე-2 ნომრად განთესილ რუმინელ კადართან და უკრაინელ ხარჩენკოსთან 3:6, 3:6 დამარცხდნენ.