ფეხბურთი

0:47 | 16.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

დვალის და სირაძის მოლდოვური გოლები

მოლდოვის ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს "დაჩია." 30-ე ტურში "დაჩიამ" შინ 8:1 დაამარცხა "აკადემია." დაჩიას ქართლმა ლეგიონმა წარმატებით ითამაშა. ჯაბა დვალმა 39-ე წუთზე თერთმეტმეტრიანით 2:0 გახადა ანგარიში, 84-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დავით სირაძემ დააფიქსირა. მოლდვის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. ლიდერი "დაჩია" კონკურენტ "მილსამს" 3 ქულით უსწრებს. ბოლო ტურში "მილსამი" შინ "დაჩიას" დაუპირისპირდება. ამ მატჩში გაირკვევა ჩემპიონის ვინაობა.

მოდლოვის ნაციონალური დივიზიონის 30-ე ტურში “ტირასპოლმა” შინ 3:1 დაამარცხა “საქსანი.” “საქსანის” სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი გოგინაშვილი, რომელიც 76-ე წუთზე შეცვალეს. მოლდოვის 11 გუნდიან ჩემპიონატში “საქსანი” 27 ქულით მე-6 ადგილზეა.

დანიის სუპერლიგის 29-ე ტურში “ოდენსემ” სტუმრად 2:0 დაამარცხა “ოლბორგი.” “ოდენსეს” განაცხადში ვერ ვიხილეთ ლადო დვალიშვილი. დანიის 12 გუნდიან სუპერლიგაში “ოდენსე” 38 ქულით მე-8 ადგილზეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის 34-ე ტურში გიორგი ჩიხრაძის “სიმურგმა” შინ 4:0 დაამარცხა “ბაკი.” აზერბაიჯანის 10 გუნდიან პრემიერლიგაში “სიმურგი” 38 ქულით მე-5 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში “ჰალადასმა” შინ 3:1 დაამარცხა “სპარტაკუსი.” “სპარტაკუსის” განაცხადში მოხვდნენ ზურაბ არზიანი და დათო დარციმელია. 77-ე წუთზე მოედანზე დარციმელია გამოჩნდა, 79-ე წუთზე კი მატჩში არზიანი ჩაერთო. უნგრეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკუსი” 30 ქულით მე-11 ადგილზეა.

პოლონეთის ექსტრაკლასში “ზავიშამ” შინ 3:1 დაამარცხა “კელცე.” გამარჯვებულთა განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა გიორგი ალავერდაშვილი. პოლონეთის ექსტრაკლასში მონაწილე 16 გუნდი ორ ნაწილად გაიყო. “ზავიშა” საუკეთესო პირველ 8 გუნდში ვერ მოხვდა, მეორე რვა გუნდს შორის კი 19 ქულით მე07 ადგილზეა.

უკრაინის პრემიერლიგის 24-ე ტურში ოდესის “ჩერნომორეცი” შინ ზაპოროჟიეს “მეტალურგს” დაუზავდა (0:0). ოდესელთა განაცხადში მოხვდა გიორგი გადრანი, თუმცა არ უთამაშია. “მეტალურგის” შემადგენლობაში ვალერიან გვილიამ სრულად ითამაშა. უკრაინის პრემიერლიგაში 14 გუნდი მონაწილეობს. ზაპოროჟიის “მეტალურგი” 25 ქულით მე-9 ადგილზეა, “ჩერნომორეცი” კი 19 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.

კვიპროსის პირველი დივიზიონის მეორე ექვსეულში “ოთელოსმა” შინ 3:0 დაამარცხა “აელი.” “ოთელოსის” სასტარტო შემადგენლობაში ელგუჯა გრიგალაშვილი მოხვდა, რომელიც მე-80 წუთზე შეცვალეს. კვასხვაძესა და ხმალაძეს არ უთამაშიათ. “ოთელოსი” 24 ქულით ბოლო ადგილზეა.

0.109899