კლასიფიკაციის სერბმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა რომის “მასტერზ1000”-ის ნახევარფინალში იაპონელი კეი ნიშიკორის სამსეტიანი შეხვედრის შემდეგ გააღწია და 27 წლის ბელგრადელის შემდეგი მოწინააღმდეგე ესპანელი დავიდ ფერერი იქნება, რომელმაც თავის მხრივ მეოთხედფინალში ბელგიელ დავიდ გოფინს სძლია.
სერბულ-იაპონურმა დაპირისპირებამ საათსა და 48 წუთს გასტანა. 25 წლის აზიელის წინააღმდეგ თამაშისას “ნოლეს” ანგარიშზე 3-3 ბრეიკი და ეისია. ჯოკოვიჩისა და ნიშიკორის პირადი შეხვედრების ბალანსი 4:2 გახდა ბალკანელის სასარგებლოდ.