“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის მანუელ პელეგრინის განცხადებით, სერხიო აგუერო ინგლისურ კლუბს არ დატოვებს.
“ჩვენ აგუეროს გაყიდვას არ ვაპირებთ. ის აქ ყოფნით ბედნიერია. ვფიქრობ დღესდღეობით აგუერო მსოფლიოს ხუთ საუკეთესო ფეხბურთელს შორისაა და მისი გუნდში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია”, - აღნიშნა პელეგრინიმ.
სერხიო აგუერო 20011 წლიდან “მანჩესტერ სიტის” მოთამაშეა. მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. არგენტინელმა მიმდინარე სეზონში 40 მატჩი ჩაატარა და 31 გოლი გაიტანა.