მადრიდის "რეალის" მცველ სერხიო რამოსისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია. ფეხბურთელს მარცხენა ფეხის ტრავმა აქვს.
"მორალეხას" კლინიკაში სერხიო რამოსს გამოკვლევა ჩაუტარდა. პირველადი შემოწმების შემდეგ მისი კონდიციები დაბალ დონეზეა", - წერს მადრიდული გუნდის ვებგვერდი.
სერხიო რამოსს მიმდინარე სეზონის ბოლო ორი მატჩი გაუცდება. სწორედ ამდენი ტურია დარჩენილი ესპანეთის პრიმერა დივიზიონის დასრულებამდე.