როგორც Sun იუწყება, “მანჩესტერ სიტი” ჟოფრი კონდოგბიასა და ლევინ კურზავას შეძენით დაინტერესდა. აღნიშნული წყაროს ცნობით, მანუელ პელეგრინი სამომავლოდ 32 წლის იაია ტურეს შემცვლელად კონდოგბიას მოიაზრებს.
ხსენებული ფეხბურთელები რეგულარულად თამაშობენ “მონაკოს” სასტარტო შემადგენლობაში. კონდოგბია 2013 წლიდან, ხოლო კურზავა 2010 წლიდან “მონაკოს” ფეხბურთელია.
24 წლის კურზავა და 22 წლის კონდოგბია საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრები არიან. ამასთან, სანაკრებო დონეზე თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშიათ.