მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ინგლისში დასაბრუნებლად ემზადება. ამის შესახებ sportmediaset.it-ი იუწყება. ამავე გამოცემის ცნობით, ანჩელოტიმ წინასწარი კონტრაქტი უკვე გააფორმა "მანჩესტერ სიტისთან" და ზაფხულიდან იგი სათავეში სწორედ "ქალაქელებს" ჩაუდგება.
იტალიელის გაწვრთნილმა "რეალმა" წლეულს წარმატების მოპოვება ვერ მოახერხა. გუნდი ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის სამეფო თასს უკვე დაემშვიდობა, ხოლო ლა ლიგაში ჩემპიონობის მხოლოდ მიზერული შანსი აქვს დარჩენილი.
აღსანიშნავია, რომ ანჩელოტი 2009-2011 წლებში ერთ ინგლისურ გუნდს, ლონდონის "ჩელსის" უკვე ავარჯიშებდა. 55 წლის სპეციალისტი "რეალს" სათავეში 2013 წლიდან მოყოლებული უდგას.