თამარ ჭალაგანიძემ და მისმა მეწყვილე ლიზავეტა ჰანჩაროვამ ეგვიპტურ შარმ ელ შეიხში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ნახევარფინალში გააღწიეს.
საინტერესოა, რომ თამარს და ლიზავეტას ძალიან გაუმართლათ. ისინი მეოთხედფინალში მე-4 ნომრად განთესილ ბელარუს შლეპცოვასთან და ბრიტანელ უოლესთან 1:4 მარცხდებოდნენ, როდესაც მეტოქეებმა თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.
ნახევარფინალში ჭალაგანიძე და ჰანჩაროვა მე-2 ნომრით მოთამაშე რუმინელ კადარს და უკრაინელ ხარჩენკოს დაუპირისპირდებიან.
ერთეულთა შეჯიბრის მეოთხედფინალში ჭალაგანიძემ მე-4 რეიტინგით მოასპარეზე ამერიკელ ნადია გილკრისტთან 2:6, 4:6 წააგო.