ქართველი ოქსანა კალაშნიკოვას და სლოვაკი იანა ჩეპელოვას წყვილი საფრანგეთის ქალაქ სენ გოდენში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს (საპრიაო ფონდი 50 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
მე-3 ნომრად განთესილი კალაშნიკოვა და ჩეპელოვა მე-2 ნომრის მქონე ბრაზილიურ-ამერიკულ დუეტს (ჰადად მაია-მელიჩარი) გაეჯიბრნენ და 5:7, 3:6 წააგეს.