ფეხბურთი

21:07 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეხუთე ფინალი ბოლო 20 წლეულში - “იუვე” რეკორდსმენია

ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდა. ამის წყალობით ტურინული გრანდი საინტერესო რეკორდის თანამფლობელი გახდა. “იუვენტუსი” ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ მატჩში მეხუთედ გავიდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. უკანასკნელ 20 წლეულში ლიგის ფინალში ამდენჯერ მხოლოდ "ბაიერნი" გასულა. “იუვენტუსს” და მიუნხენის “ბაიერნს” კვალში “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ბარსელონა” და მადრიდის “რეალი” უდგანან, რომელთაც ფინალამდე ამ დროის განმავლობაში ოთხჯერ გაუღწევიათ.

აღსანიშნავია, რომ “ბებერ ქალბატონს” აქამდე გამართული 4 ფინალიდან სამი წაგებული აქვს, რაც თავის მხრივ ანტირეკორდია.

2.047424