ფეხბურთი

21:04 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვემ” იბრა დაიწუნა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელსაც პარიზულ გუნდთან კონტრაქტი 2016 წლის ზაფხულში ეწურება ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა შვედი გიგანტის შესაძლო დამატებაზე “ბებერმა ქალბატონმა” უარი განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა “ტუტოსპორტი” ავრცელებს.

იმავე გამოცემის ცნობით, “იუვეს” სხვა მიზნები აქვს. “ვეკია სინიორა” ზაფხულში ედინსონ კავანისა და პაულო დიბალას შეძენას ეცდება. იბრაჰიმოვიჩი კი “იუვენტუსში” 2004-2006 წლებში ერთხელ უკვე თამაშობდა.

0.142155