როგორც Bild იუწყება, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი შესაძლოა იურგენ კლოპი გახდეს. კლოპი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტოვებს დორტმუნდულ კლუბს. აღნიშნული ინფორმაცია “სამეფო კლუბის” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მარცხის შემდეგ გავრცელდა.
“რეალი” მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის გათამაშების გარდა ესპანეთის თასსსაც გამოეთიშა. ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ “ბარსელონას”. ასე რომ, წლეულს შესაძლოა იტალიელის მწვრთნელის ხელში “რეალი” ტიტულის გარეშე დარჩეს.
იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წლიდან იწყება. იგი 2001-2008 წლებში “მაინცის” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, 2008 წლიდან კი დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელია. მან გუნდს 2010-11 და 2011-12 წლებში გერმანიის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.