უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ტრადიციულად კვირის სიმბოლური გუნდი დაასახელა. საუკეთესო თერთმეტეულში ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელები სჭარბობენ. “ბებერ ქალბატონს” აღნიშნულ სიმბოლურში 6 ფეხბურთელი წარმოადგენს.
უეფას სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირია:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
მცველები: პატრის ევრა (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ჯორჯო კიელინი (“იუვენტუსი”), მარსელო (“რეალი”)
ნახევარმცველები: ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“ბაიერნი”)
თავდამსხმელები: ნეიმარი (“ბარსელონა”), ალვარო მორატა (“იუვენტუსი”), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”)