ფეხბურთი

17:03 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცხადაძე “ინტერის” საუკეთესო ბომბარდირია

ბაჩანა ცხადაძე აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ინტერის” არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. აზერბაიჯანის პრემიერლიგის 33-ე ტურში ბაქოს “ნეფთჩისთან” მოგებულ (4:0) მატჩში მან დუბლი შეასრულა.

შესაბამისად, 2010წლიდან მოყოლებული, რაც ის “ინტერში” ჩაირიცხა, 114 მატჩში 31 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ცხადაძემ “ინტერის” ყოფილ ფეხბურთელებს ვალტერ გუგლემონს (28 გოლი), ხაგანი მამედოვსა (22 გოლი) და ელშან მამედოვს (22 გოლი) გაასწრო.

ერთი პერიოდი ცხადაძე ზაქათალის “სიმურგში” იჯარით თამაშობდა და 8 მატჩი 5 ბურთი გაიტანა. საერთი ჯამში, მან აზერბაიჯანის პირველობაზე 36 გოლი მიითვალა.

0.115353