როგორც “ტოტენჰემის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გუნდის ვეტერანი მეკარე, 43 წლის ბრედ ფრიდელი მიმდინარე სეზონის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.
“კარიერის დასაწყისში ვერ ვიფიქრებდი, რომ 23 სეზონს დავყოფდი ფეხბურთში. მომენატრება ფეხბურთელის კარიერა - ყოველდღიური ვარჯიშები, მწვრთნელებთან და თანაგუნდელებთან ურთიერთობა.
კარიერას ბრწყინვალე კლუბში ვასრულებ. როგორც ახალგაზრდა, ასევე გამოცდილ ფეხბურთელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. “ტოტენჰემს” უმაღლესი დონის მწვრთნელი ჰყავს და აქ გატარებული პერიოდი კარგად გამახსენდება.
ტოტენჰემის” ელჩი ვიქნები აშშ-ში. ამას გარდა მეძლევა შანსი ვიმუშავო Fოხ თV-თვის და ასევე გავიარო პროლიცენზიის კურსები. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა და მიწევს გააზრება იმის, რომ ჩემი საფეხბურთო კარიერა მხოლოდ წარსულის ნაწილია. ჩემს ცხოვრებაში სიახლის დროა”, - აღნიშნა ფრიდელმა.
ინგლისური კლუბებიდან ბრედ ფრიდელს უთამაშია “ნიუკასლის,” “ლივერპულის,” “ბლექბერნის,” “ასტონ ვილასა” და “ტოტენჰემის” მაისურით. “ბლექბერნში” თამაშისას მისი თანაგუნდელი ზურაბ ხიზანიშვილი იყო. ფრიდელი ასევე იყო “ბრონდბიუსა” და “გალათასარაის” მეკარე. წლების მანძილზე იცავდა აშშ-ს ეროვნული ნაკრების კარს.
ამერიკელი 2013 წლის აგვისტოში თბილისში იმყოფებოდა. მაშინ “ტოტენჰემმა” 5:0 დაამარცხა “დინამო.”ფრიდელი განაცხადში მოხვდა, თუმცა არ უთამაშია.