ჩოგბურთი

15:56 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფა მეოთხედფინალშია

მსოფლიო რეიტინგსიის მეშვიდე ნომერი რაფა ნადალი რომის Internazionali BNL d'Italia-ს მეოთხედფინალიში ამერიკელი ჯონ იზნერის 6:4, 6:4 დამარცხების შემდეგ გავიდა. მალიორკელის მომდევნო მოწინააღმდეგეს შვეიცარიელი სტენ ვავრინკას და ავსტრიელი დომინიკ ტიმის ორთაბრძოლა გაარკვევს.

ნადალისა და იზნერის პაექრობამ საათსა და 19 წუთს გასტანა. რაფას აქტივში 2 ბრეიკი და 3 ეისია. ნადალი საჩოგბურთო კარიერის განმავლობაში მეექვსედ შეხვდა იზნერს და მეექვსედაც შეძლო მისი გაწბილება.

სადღეისოდ აშშ-ის პირვლმა ჩოგანმა იზნერმა ზედიზედ მოგებული 87 გეიმის შემდეგ პირველად დათმო საკუთარი მოწოდება. 30 წლის ამერიკელმა საკუთარ მოწოდებაზე გეიმი ბოლოს თითქმის თვის წინ ასევე ნადალთან, მონაკოს “მასტერზის” მესამე წრეში წააგო.

0.117059