ფეხბურთი

12:55 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ ქავთარაძე: “2007 წლის 13 მაისი დიდი უსამართლობის დღეა”

თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა მიხეილ ქავთარაძემ TVS-თან სფფ-ს 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი თქმით 2007 წლის 13 მაისი იყო უსამართლობის დღე.

“ზოგადად 13 მაისი დიდი გამარჯვების დღეა, მაგრამ 2007 წელს იმ ხელისუფლების პერიოდში იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი უსამართლობის დღე. იმედი მაქვს, საქართველოში ამგვარი რამ არასოდეს განმეორდება.

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთ ციტატაში გიორგი ნემსაძის არჩევას უკავშირებდა ქვეყნის დანგრევას. “ფეხბურთიდან ნუ დაიწყებთ ჩემი ქვეყნის დაშლას”, - ამბობდა სააკაშვილი.

ბუნებრივია იყო მოთხოვნა გადამდგარიყო ნემსაძე - ნახევარი საათის წინ არჩეული პრეზიდენტი. მაშინ საკრებულოს წევრი ვიყავი და მეგობარ გიორგი ნემსაძეს ვუჭერდი მხარს.

რეალურად არჩევნებში წაგებული ახალკაცი ხელმეორედ მოიყვანა თავისუფლების ინსტიტუტის იმ ფრთამ, რომელშიც იყვნენ უგულავა, ბოკერია, კახა ლომაია, სპორტის მაშინდელი მინისტრი გაბაშვილი და ბოლოს პრეზიდენტმა მიიღო ნემსაძის გადადგომის გადაწყვეტილება. იგი ძალიან ცუდად ჩაერია.

ნემსაძემ გადაწყვეტილება თავისი ახლობლების უსაფრთხოების საფუძველზე მიიღო. სად ვცხოვრობდით და მერე რა ხდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში, ძალიან კარგად გახსოვთ”, - აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა.

შეგახსენებთ სფფ-ს 2007 წლის 13 მაისის არჩევნებში გამარჯვება გიორგი ნემსაძემ მოიპოვა, თუმცა მან ორ საათში უარი თქვა პრეზიდენტობაზე და ფედერაციის პირველ პირად კვლავ ნოდარ ახალკაცი მოგვევლინა.

0.115963