თამაშგარე

12:29 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კიელინები ფეხბურთით ცხოვრობენ

ტურინის “იუვენტუსის” მცველის, ჯორჯო კიელინის მეუღლე, კაროლინა ბონისტალი იმდენადაა ჩართული ქმრის საფეხბურთო ამბებში, რომ ყველა საქმეს “ზებრების” თამაშებისა და ვარჯიშების ცქერა უჯობს და ეს ამბავი კიელინის სიამაყის, სიხარულისა და ცხვირაწევის მიზეზადაა ქცეული.

თუკი ტურინული კლუბის ბევრ ქომაგს ამ სეზონის დასაწყისში ბოლომდე ალბათ მაინც არ სჯეროდა, რომ “იუვენტუსი” მცირე სასწაულს მოახდენდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალს უწევდა, კაროლინა ამაში ღრმად იყო დარწმუნებული და ჯერ კიდევ შარშანდელ ინტერვიუებში იძახდა, აგერ ნახეთ “იუვენტუსი” რა ამბებს დაატრიალებსო.

კაროლინა ბონისტალი და ჯორჯო კიელინი სულ რაღაც 4 წელია, რაც ცოლ-ქმრის სტატუსით ცხოვრობენ, თუმცა მანამდე სატრფოების იმიჯითაც მშვენივრად ეხეთქებოდნენ ერთურთსა და სამყაროს წინააღმდეგობებს. ახლა კი ის დროა, როდესაც ბედნიერება მათ გულში ფოსტლებით დაფაჩუნობს.

0.157629