თამაშგარე

12:21 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭორები ბასტიანზე და ანაზე

ევროპულ ბულვარულ მედიას თუ დავუჯერებთ, მიუნჰენის “ბაიერნისა” და გერმანიის საფეხურთო ნაკრების ბურჯი, ბასტიან შვაინშტაიგერი უგონოდაა შეყვარებული ცნობილ სერბ მეჩოგნე ქალზე, ანა ივანოვიჩზე და ზოგი იმასაც ირწმუნება, რომ სულ მალე ბასტიანი და ანა ჯვარს იფსკვნიანო.

სანამ საქმე ქორწილამდე მისულა, შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ბასტიანი არასოდეს მალავდა ივანოვიჩთან მეგობრობას, თუმცა როდესაც სხვისი ნიფხავის მაფრიალებელი ხალხი რომანზე სიტყვას ჩამოუგდებდა, შვაინშტაიგერი ფიცი-მტკიცს იწყებდა, ანას მკერდისკენ თვალიც კი არ გამიპარებიაო.

მსგავსი ჭორები მას შემდეგ დაიწყო, როდესაც ბასტიან შვაინშტაიგერი ცოლს დაშორდა და თავისუფალი კაცის ცხოვრებას მიჰყო ხელი. ამის პარალელურად, ანა ივანოვიჩმაც ჩამოიფერთხა ყველა ძველი მამაკაცი და როგორ გინდა ამის მერე გაამტყუნო ჭორებზე მონადირე ბულვარული მედია?

0.168658