ფეხბურთი

11:17 | 14.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: “ჩემი გუნდით ვამაყობ”

ტურინის “იუვენტუსთან” მატჩის შემდეგ მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე თემას შეეხო. იტალიელი “სამეფო კლუბის” თამაშით უკმაყოფილო არ იყო.

“ჩვენ ყველაფერი გავიღეთ გამარჯვებითვის. ჩემი ფეხბურთელები კარგად მოქმედებდნენ, შრომობოდნენ, იბრძოდნენ. მათ მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს. შედეგით განაწყენებული ვარ, ვფიქრობ ფინალში გასვლა შეგვეძლო.

ჩვენ გვქონდა გოლის გატანის რამდენიმე შანსი. უმეტესად ვუტევდით ფლანგებიდან, მეტოქე კი კარგად იცავდა თავს. ბეილსა და კრიშტიანუს შანსების რეალიზება მართებდათ.

ორივე თამაშში იყო პატარა დეტალები, რამაც გამოიწვია მარცხი. გარკვეულწილად არ გაგვიმართა. მიუხედავად მარცხისა, ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ”, - დაასრულა იტალიელმა.

შეგახსენებთ, ანჩელოტი ესპანურ კლუბში 2013 წლიდან მუშაობს. “რეალმა” გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგისა და ესპანეთის თასი მოიგო. მის ხელში გუნდმა 2014 წელს ევროპის სუპერთასისა და მსოფლიო საკლუბო თასის ფინალებში გამარჯვებაც შეძლო.

0.120052