ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ ტურინის “იუვენტუსის” ერთ-ერთმა ლიდერმა კარლოს ტევესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. არგენტინელის თქმით “რეალთან” გამარჯვებით ტურინელ ფეხბურთელებს კლუბის ისტორიაში ახალი ფურცელის დაწერის შანსი მიეცათ.
“მთავარმა მწვრთნელმა ყველაფერი ზუსტად დაგეგმა. გამარჯვებაში უდიდესი როლი სწორედ ალეგრიმ ითამაშა, რადგან მან მოახერხა გუნდის მოტივირება, რომ კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. მისი გეგმის მიხედვით ვიმოქმედეთ და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ.
მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ის სხვა პლანეტიდანაა, მაგრამ გვართებს კონკრეტულად ერთი მატჩის მოგება, რაც შეუძლებელი არ მგონია. ჩვენ გვეძლევა შანსი “იუვენტუსის” ისტორიაში ახალი ფურცელი დავწეროთ, რისთვისაც სრულყოფილი მომზადებაა საჭირო”, - განაცხადა ტევესმა.
შეგახსენებთ, “იუვენტუსმა” შინ 2:1 დაამარცხა “სამეფო კლუბი”. საპასუხო შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ასე რომ, 6 ივნისს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ფინალურ მატჩში “ბარსელონას” იტალიური კლუბი დაუპირისპირდება.