ვებგვერდმა squawka-მ ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელის ხავიერ ძანეტის მიერ შედგენილი სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ოცნების გუნდი უწოდა.
ძანეტის მიერ დასახელთებულთაგან ხუთი მოთამაშე სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდანაა, დანარჩენები კი ევროპის ქვეყნებიდან. გთავაზობთ 41 წლის ვეტერანი ფეხბურთელის მიერ შედგენილ სიმბოლურ ნაკრებს:
პერუცი, მალდინი, სამუელი, აიალა, კაფუ, ვიეირა, ხავი, მესი, გიგზი, ბაჯო, რონალდო
ხავიერ ძანეტიმ კარიერის დიდი ნაწილი “ინტერში” გაატარა, 1995 წლიდან 2014 წლამდე მილანური კლუბის ფეხბურთელი იყო.