ფეხბურთი

21:30 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩელსი” ჩეხის შემცვლელად გრინს განიხილავს

ლონდონის “ჩელსი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ახალი მეკარის დამატებას გეგმავს – იუწყება ბრიტანული გამოცემა Evening Standard–ი.

“არისტოკრატების” ლეგენდარული მეკარე პიოტრ ჩეხი საკუთარი ყოფით უკმაყოფილოა და სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს. შესაბამისად, “ჩელსის” ხელმძღვანელობას მეორე მეკარის დამატება სურს და ერთ-ერთ კანდიდატად ქპრ-ს მეკარეს რობერტ გრინს განიხილავენ. “ლურჯები” მზად არიან, რომ გამოცდილი კიპერის სანაცვლოდ 2 მილიონი ფუნტი გაიღონ.

35 წლის კარის დარაჯმა მიმდინარე პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა და 64 გოლი გაუშვა.

0.117657