ფეხბურთი

21:00 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ორი მატჩით დასაჯეს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მიმდინარე ლა ლიგაში თავის გუნდს სათადარიგოთა სკამიდან ვეღარ დამოძღვრავს. მიზეზი, ორმატჩიანი დისკვალიფიკაციაა, რომელიც იტალიელს ესპანური ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტმა მიუსაჯა.

შაბათს “ვალენსიასთან” ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდგომ, მსაჯობით უკმაყოფილო ანჩელოტი კლოს გომესთან და მის ასისტენტებთან მივიდა და ტაში ირონიულად დაუკრა, რითაც მან მსაჯობით უკმაყოფილება გამოხატა. ყოველივე ეს გომესმა შეხვედრის ოქმში ჩაწერა და სადისციპლინო კომიტეტს გადასცა, რომელმაც იტალიელი სპეციალისტი სეზონის ბოლომდე დასაჯა.

“რეალს” ლა ლიგაში დარჩენილი ორი შეხვედრა “ესპანიოლთან” და “ხეტაფესთან” აქვს ჩასატარებელი.

0.127905