სხვა

13:35 | 13.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა თვაურმა 50 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარე უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე, ქართველმა პარაოლიმპიელმა მოცურავე ნიკა თვაურმა 50 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნიკამ საკუთარი საუკეთესო შედეგი ორი წამით გააუმჯობესა და ამჯერად 38.56 წამი აჩვენა.

ლონდონის პარაოლიმპიადის მონაწილე 14 მაისს 100 მეტრზე ბრასით ცურვაში მოსინჯავს ძალებს და მომავალი 2016 წლის პარაოლიმპიადის ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩაერთვება.

ნიკასთან ერთად, სეულში ძიუდოისტი ზვიად გოგოჭურიც იმყოფება, რომელიც მედლის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. თამაშებზე საქართველოდან უსინათლო ფეხბურთელთა ნაკრებიც გამოდის.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

0.123154