ხერარდ პიკეს უყვარს შაკირა. შაკირას უყვარს სცენა. სცენას უყვარს წარმატებული ადამიანები, წარმატებულ ადამიანებს კი ერთმანეთი უყვართ – ამ ერთი შეხედვით უმარტივესი ჭეშმარიტებით მცხოვრები კოლუმბიელი გავაგანიერი მომღერალი შაკირა ამასწინათ კიდევ ერთხელ გახდა საყოველთაო განსჯის საგანი.
შაკირამ, რომელსაც ხერარდ პიკესთან გამალებულმა ღლაბუცმა და შვილების გაჩენამ გარეგნობის კუთხით ვერაფერი დააკლო, გადაწყვიტა, რომ ძველ საქმიანობას დაუბრუნდეს და გაიხსენოს ის დრო, როდესაც ფოტომოდელი იყო და ფოტოკამერის წინ ფეხების მწყაზრად აპლაკვით ჭამდა პურს.
ფოტოსესია, რომელშიც შაკირა მონაწილეობას მაისის ბოლოს მიიღებს, ძველი რომის თემატიკაზე იქნება გაკეთებული და ეს მოთახთახე კოლუმბიელი გოგონა რომაელ დიდგვაროვან ასულად გარდაისახება. იქ რომ მკერდზე მზის სხივის ციალი და გავის ბზრიალი იქნება, ამას აბა რად უნდა ბევრი ლაპარაკი...