პარაგვაის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამონ დიასმა 2015 წლის კოპა ამერიკისთვის გაფართოებული 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. არგენტინელი სპეციალისტი ჩილეში გასამართი ტურნირისთვის საბოლოო შემადგენლობას ივნისამდე დაასახელებს.
სამხრეთ ამერიკის პრესტიჟული ტურნირი ჩილეში სტარტს 11 ივნისს აიღებს და ფინალი 4 ივლისს გაიმართება. პარაგვაი B ჯგუფში ურთიერთობას არგენტინის, ურუგვაის და იამაიკის ეროვნულ გუნდებთან გაარკვევს.
რამონ დიასის რჩეული 30 ფეხბურთელის სია შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: ხუსტო ვილარი (“კოლო კოლო”, ჩილე), ანტონი სილვა (“დეპორტივო ინდეპედიენტე”, კოლუმბია), ჟოელ სილვა (“დეპორტეს ტოლიმა”, კოლუმბია), ალფრედო აგილარი (“გუარანი”)
მცველები: პაულო და სილვა (“ტოლუკა”, მექსიკა), პაბლო აგილარი (“ამერიკა”, მექსიკა), მარკოს კასერესი (“ოლდ ბოისი”, არგენტინა), მიგელ სამუდიო (“ამერიკა”, მექსიკა), ივან პირისი (“უდინეზე”, იტალია), ხორხე მორეირა, ფაბიან ბალბუენა (ორივე “ლიბერტადი”), ბრუნო ვალდესი (“სერო პორტენო”), საულ სალსედო (“ოლიმპია”).
ნახევარმცველები: ვიკტორ კასერესი (“ფლამენგო”, ბრაზილია), ოსვალდო მარტინესი (“ამერიკა”, მექსიკა), ნესტორ ორტიგოსა (“სან ლორენცო”, არგენტინა), რიჩარდ ორტისი (“ტოლუკა”, მექსიკა), სელსო ორტისი (“ალკმაარი”, ჰოლანდია), ოსმარ მოლინასი (“ლიბერტადი”), ოსკარ რომერო (“რასინგი”, არგენტინა), ედუარდო არანდა (“ოლიმპია”), ჟონათან ფაბრო (“სერო პორტენო”).
თავდამსხმელები: როკე სანტა კრუსი (“კრუს ასული”, მექსიკა), ლუკაშ ბარიოსი (“მონპელიე”, საფრანგეთი), ნელსონ აედო ვალდესი (“აინტრახტი”, გერმანია), ოსკარ კარდოსო (“ტრაბზონსფორი”, თურქეთი), ედგარ ბენიტესი (“ტოლუკა”, მექსიკა), ერნან პერესი (“ვალიადოლიდი”, ესპანეთი), დერლის გონსალესი (“ბაზელი”, შვეიცარია), რაულ ბობადილია (“აუგსბურგი”, გერმანია).