ფეხბურთი

21:29 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კოპა ამერიკისთვის კინტეროსი 30 ეკვადორელს უხმობს

ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო კინტეროსმა 2015 წლის კოპა ამერიკისთვის 30 ფეხბურთელს უხმობს. არგენტინელი სპეციალისტი ჩილეში გასამართი ტურნირისთვის საბოლოო 23-კაციან განაცხადს ჩემპიონატამდე დაასახელებს.

ეკვადორი A ჯგუფში ურთიერთობას ბოლივიასთან, მექსიკისა და მასპინძელთა გუნდთან გაარკვევს. კინტეროსის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ალექსანდერ დომინგესი (“ლდუ კიტო”), ესტებან დრეერი (“ემელეკი”), ლიბრადო ასკონა (“ინდეპედიენტე დელ ვალე”), მაქსიმო ბანგუერა (გუაიაქილის “ბარსელონა”).

მცველები: ხუან კარლოს პარედესი (“უიტფორდი”, ინგლისი), ფრიკსონ ერასო (“გრემიო”, ბრაზილია), ლუის რომერო (“ლდუ კიტო”), გაბრიელ აჩილიერი, ჯონ ნარვაესი, ოსკარ ბაგი (სამივე “ემელეკი”), უალტერ აიოვი (“პაჩუკა”, მექსიკა), არტურო მინა, მარიო პინეიდა (ორივე “ინდეპედიენტე დელ ვალე”), რობერტ არბოლედა (“უნივერსიდად კათოლიკა”).

ნახევარმცველები: კრისტიან ნობოა (“პაოკი”, საბერძნეთი), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), რენატო იბარა (“ვიტესი”, ჰოლანდია), პედრო კინიონესი, ოსბალდო ლასტრა (ორივე “ემელეკი”), ფიდელ მარტინესი, ჟონათან გონსალესი (ორივე “ლეონეს ნეგროსი”, მექსიკა), მაიკლ აროიო (“ამერიკა”, მექსიკა), ხუან კასერესი (“ბანფილდი”, არგენტინა”), პედრო ლარეა (“ლდუ ლოხა”), ფერნანდო იდალგო (“ლდუ კიტო”).

თავდამსხმელები: ენერ ვალენსია (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ხაიმენ აიოვი (“გოდოი კრუზი”, არგენტინა), ჯეფერსონ მონტერო (“სუონსი”, ინგლისი), ანხელ მენა, მილერ ბოლანოსი (ორივე “ემელეკი”).

0.114592