გერმანიის A ჯუნიორ ნეიდერჰეინლიგის 25-ე ტურში “ბვ დიუსელდორფმა” სტუმრად 4:0 დაამარცხა “ბოჰოლტი.” “ბვ დიუსელდორფის” 17 წლის მცველმა ვატო მურჯიკნელმა სრულად ითამაშა. ქართველის გუნდი 14 გუნდიან ჩემპიონატში 35 ქულით მე-6 ადგილზეა.
გერმანიის A იუგენდ მიტერჰეინლიგის 23-ე ტურში “ვიელიმ” შინ 3:1 დაამარცხა “კონიგსდორფი,” რომლის მწვრთნელი ქართველი გიორგი ელიზბარაშვილია. 14 გუნდიან ჩემპიონატში “კონიგსდორფი” 36 ქულით მე-8 ადგილზეა.
გერმანიის კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდში 32-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ლებახმა” შინ 2:1 დაამარცხა “კოლერბახი,” რომლის მოთამაშე-მწვრთნელი დავით ბახტაძეა. ვეტერანმა ქართველმა ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა ამჯერად გოლი არ გაუტანია. 18 გუნდიან ჩემპიონატში “კოლერბახი” 47 ქულით მე-8 ადგილზეა. ბომბარდირთა სიაში დავით ბახტაძე 19 გოლით მე-5 ადგილზეა.
გერმანიის ვერბანდსლიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ ზონის ჩემპიონატის 28-ე ტურში “შიფვეილერმა” შინ 1:0 დაამარცხა “ბილესმენგენ-ბოლხენი.” დამარცხებულთა მოთამაშე-მწვრთნელმა დიმიტრი აბაზაძემ სრულად ითამაშა. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბილესმენგენ-ბოლხენი” 45 ქულით მე-4 ადგილზეა.
გერმანიის საშენ ლანდესკლასეს გათამაშების ჩრდილოეთ ზონაში “ლვბ ლაიფციგმა” შინ 5:1 დაამარცხა “ფრიში აუფ იურზენი.” გამარჯვებულთა მოთამაშე-მწვრთნელ ხვიჩა შუბითიძეს არ უთამაშია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ლვბ ლაიფციგი” 8 ქულით ბოლო ადგილზეა.
გერმანიის ჰამბურგ-ბეზირკსლიგის გათამაშების 28-ე ტურში “ბლიკვაილერმა” შინ 6:1 დაამარცხა “ვოლფერშეიმის” სარეზერვო გუნდი. გამარჯვებულთა რიგებში ზურაბ ბიგვავამ სრულად ითამაშა, გუნდის მოთამაშე-მწვრთნელ მელორ ბიგვავას კი არ უთამაშია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ბლიკვაილერი” 58 ქულით მეორე ადგილზეა.