ფეხბურთი

18:32 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 36-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის “მანჩესტერ სიტის” 4 მოთამაშე ფიგურირებს.

“ქალაქელებმა” ქპრ შინ 6:0 გაანადგურეს, სიმბოლურში კი ჰეთრიკის ავტორი სერხიო აგუერო, ალექსანდარ კოლაროვი, ფრენკ ლამპარდი და დავიდ სილვა მოხვდნენ.

2014/15 წლების სეზონის გამარჯვებული ორი მოთამაშითაა წარმოდგენილი. ლონდონის “ჩელსიდან” საუკეთესო ნაკრებში მცველები კურტ ზოუმა და ჯონ ტერი მოხვდნენ.

36-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”)

მცველები: კურტ ზოუმა (“ჩელსი”), ჯეისონ შეკელი (“ბარნლი”), ჯონ ტერი (“ჩელსი”), ალექსანდარ კოლაროვი (“მანჩესტერ სიტი”).

ნახევარმცველები: რიად მაჰრეზი (“ლესტერი”), ტომ კლევერლი (“ასტონ ვილა”), ფრენკ ლამპარდი, დავიდ სილვა (ორივე “მანჩესტერ სიტი”).

თავდამსხმელები: სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”), მარკო არნაუტოვიჩი (“სტოკი”).

0.115896