მექსიკის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიგელ ერერამ 2015 წელს ჩილეში გასამართი კოპა ამერიკისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
მექსიკის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ერერას რჩეულთა სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ხესუს კორონა (“კრუს ასული”), ალფრედო ტალა (“ტოლუკა”), მელიტონ ერნანდესი (“ვერაკრუსი”).
მცველები: რაფაელ მარკესი (“ვერონა”, იტალია), ხერარდო ფლორესი, ხულიო სესარ დომინგესი (ორივე “კრუს ასული”), უგო აიალა (“ტიგრესი”), კარლოს სალსედო (“ჩივასი”), ადრიან ალდერტე (“სანტოს ლაგუნა”), მიგელ ერერა (“პაჩუკა”), ჯორჯ კორალი (“კერეტარო”).
ნახევარმცველები: მარიო ოსუნა (“კერეტარო”), ხუან კარლოს მედინა (“ატლასი”), ხავიერ გუემესი (“ტიხუანა”), ხესუს კორონა-რუისი (“ტვენტე”, ჰოლანდია), ხავიერ აკინო (“რაიო ვალეკანო”, ესპანეთი), ლუის მონტესი (“ლეონი”), მარკო ფაბიანი (“ჩივასი”).
თავდამსხმელები: რაულ ხიმენესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ედუარდო ერერა (“პუმასი”), ენრიკე ესკედა (“ტიგრესი”), მატიას ვუოსო (“ჩიაპასი”).
თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ფეხბურთელი რაიმე მიზეზის გამო ჩილეში ვერ გაემგზავრება, მაშინ, ერერას მის შემცვლელს შემდეგი მოთამაშეებიდან შეარჩევს:
ენრიკე პერესი, ალფონსო გონსალესი (ორივე “ატლასი”), ლუის ფუენტესი, დავიდ კაბრერა (ორივე “პუმასი”), როდრიგო სალინასი, იურგენ დამი (ორივე “პაჩუკა”), ისააკ ბრისუელა (“ჩივასი”).
მექსიკა კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე ჩილეს, ბოლივიასა და ეკვადორის ნაკრებებს შეხვდება.