ფეხბურთი

11:56 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარტინომ კოპა ამერიკისთვის 30-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინომ 2015 წლის ივნისში ჩილეში გასამართი კოპა ამერიკისთვის შეკრებაზე გამოძახებული 30 მოთამაშის ვინაობა დაასახელა.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ვებგვერდის ინფორმაციით, მარტინომ არჩევანი შემდეგ ფეხბურთელებზე გააკეთა:

მეკარეები: სერხიო რომერო (“სამპდორია”, იტალია), ნაუელ გუსმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), მარიანო ანდუხარი (“ნაპოლი”, იტალია), აგუსტინ მარჩესინი (“სანტოს ლაგუნა”, მექსიკა).

მცველები: პაბლო საბალეტა, მარტინ დემიკელისი (ორივე “მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), ფაკუნდო რონკალია (“ჯენოა”, იტალია), ესეკიელ გარაი (“ზენიტი”, რუსეთი), ნიკოლას ოტამენდი (“ვალენსია”, ესპანეთი), ფედერიკო ფერნანდესი (“სუონსი”, ინგლისი), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მილტონ კასკო (“ნიუელს ოლდ ბოისი”), ლუკას ორბანი (“ვალენსია”, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“ლაციო”, იტალია), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), რობერტო პერეირა (“იუვენტუსი”, იტალია), ფერნანდო გაგო (“ბოკა ხუნიორსი”), ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ფედერიკო მანკუელიო (“ინდეპენდიენტე”), მაქსი როდრიგესი (“ნიუელს ოლდ ბოისი”), ენცო პერესი (“ვალენსია”, ესპანეთი), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ხავიერ პასტორე (პსჟ, საფრანგეთი).

თავდამსმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”, პორტუგალია), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”, იტალია), ესეკიელ ლავესი (პსჟ, საფრანგეთი), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”, იტალია).

არგენტინელთა მთავარი მწვრთნელი საბოლოო სიას 1-ელ ივნისს დაასახელებს და ნაკრებში 23 ფეხბურთელს დატოვებს. ტურნირი 11 ივნისს იწყება და არგენტინა ჯგუფში ურუგვაის, პარაგვაისა და იამაიკას დაუპირისპირდება.

0.121293