ფეხბურთი

2:45 | 12.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალმა” მე-2 ადგილი დათმო

ინგლისის ჩემპიონატის 36-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა. ლონდონის “არსენალმა” შინ “სუონსი” მიიღო და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. შესაბამისად, “მეთოფეებმა” მე-2 ადგილი “მანჩესტერ სიტის” გადაულოცეს.

პირველმა ნახევარმა მოსაწყენად ჩაიარა, ხოლო მეორე ტაიმში მასპინძლები უპირატესობას დაეუფლნენ და ფაბიანსკის კარს არაერთხელ დაემუქრნენ, თუმცა შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს მათ კარში გავიდა – 85-ე წუთზე სტუმრებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს, ჯეფერსონ მონტერომ მარცხენა ფლანგიდან კარგად ჩაუწოდა გომისს, რომელმაც შანსი არ გაუშვა და თავური დარტყმით გამარჯვების გაიტანა – 0:1. ამ მოგების შემდეგ, “სუონსის” ევროპა ლიგაზე გასვლის შანსი გაუჩნდა. “გედები” მე-6 ადგილოსან “ტოტენჰემს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.

არსენალი – სუონსი 0:1 (0:0)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-2-3-1):
ოსპინა, მერტესაკერი, კოშელნი, მონრეალი, ბელერინი, კოკლენი (უილშირი 67), კასორლა, ოზილი, სანჩესი, რემსი, ჟირუ (უოლკოტი 69).
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

სუონსი (4-2-3-1): ფაბიანსკი, ფერნანდესი, უილიამსი, ნ.ტეილორი, რანხელი (რიჩარდსი 60), კი (გომისი 74), შელვი, კორკი, დაიერი (ბაროუ 79), მონტერო, სიგურდსონი.
მწვრთნელი: გარი მონკი

გოლი:
გომისი 85.
გაფრთხილებები: შელვი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 70%-30%, დარტყმა: 23(9)-8(3), ჯარიმა: 7-10, კუთხური: 6-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 2-9

0.139111