კვიპროსის “ანორთოსისის” ნახევარმცველები გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე ფამაგუსტურ კლუბში კიდევ ერთი წელი დარჩებიან.
ინტერნეტპორტალ kerkida.net-ის ინფორმაციით, “ანორთოსისი” ქართველ ფეხბურთელებთან კონტრაქტების გახანგრძლივებაზე უახლოეს პერიოდში განაცხადებს.
კვიპროსული კლუბის ხელმძღვანელობა როგორც აბურჯანიას, ასევე, მაისურაძის თამაშით კმაყოფილია და მზადაა მათთან ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულამდე გააფორმოს, თან ფეხბურთელებს ხელფასებიც გაუზარდოს.