კალათბურთი

3:29 | 11.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 8 ქულა და 5 მოხსნა წაგებულ მატჩში

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში უმოტივაციო “ესტუდიანტესთან” სტუმრად 76:86 წააგო და პლეი-ოფში გასვლა სათუო გახადა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და 25:05 წუთში 8 ქულა და 5 მოხსნა მოაგროვა. შენგელიამ 7-დან 1 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ლაბორალ კუჩას” 15 მოგება და 17 მარცხი მოუგროვდა და ჯერჯერობით, მე-7 პოზიციაზეა, თუმცა, უახლოეს მდევრებს “გრან კანარიას” და “სარაგოსას” მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ესპანეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურიღაა დარჩენილი, შენგელიას კლუბი კი მომდევნო მატჩს 17 მაისს პირველ პოზიციაზე მყოფი მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.112801